კომაროვსა და ბაქსვუდის სკოლებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

4 თებერვალს კომაროვისა და ბაქსვუდის სკოლებმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. 

 

აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში კომაროვის სკოლაში ბაქსვუდის ინგლისური ენის, ხოლო ბაქსვუდში კომაროვის მათემატიკის სწავლების მოდულები იფუნქციონირებს. 

 

მემორანდუმის მიზანია რესურსების, მეთოდოლოგიისა და გამოცდილების გაზიარების გზით ორივე სკოლის მოსწავლეთათვის დამატებითი შესაძლებლობების შექმნა, დასახელებული მიმართულებებით სწავლა-სწავლების ხარისხის გაძლიერება და ახალი საგანმანათლებლო სერვისების განვითარება. 

 

 


ზემოთ
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი: ლილიანა კვიტატიანი ტელ: 555 672 784